რუსთავში სპორტკომიტეტი დაარსდა 1945 წელს. ქალაქში არსებობდა ნებაყოფლობითი ფიზკულტურული სპორტული საზოგადოების საქალაქო საბჭო, რომელიც აერთიანებდა 32 კოლექტივს.
ქალაქში ყოველთვის წინ იყო წამოწეული სპორტული ცხოვრება. დანერგილი იყო სპორტის 31 სახეობა.
ა.ა.ი.პ ქ. რუსთავის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი არის ბადრი ბებია. იგი 1974 წლიდან 1984წლამდე მისდევდა თავისუფალ ჭიდაობას, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის პეტრე ჯიოშვილის ხელმძღვანელობით.2004 წლიდან მუშაობს სასპორტო სკოლაში.2006 წლიდან დღემდე დირექტორია.
სპორტის სახეების განვითარებაში წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს და ფიზკულტურის აქტივისტებს: ნ. ჩხარტიშვილს (აკრობატიკა), პ. ჯიოშვილს (თავ. ჭიდაობა), ე. კაუფმანს (ფრენბურთი), ლ, ბროძელს ( ხელბურთი), ო. ხმელიძეს (კალათბურთი), ნ. გარაბაჯს (კრივი), დ. ჩაჩანიძეს (ძიუ-დო), ვ. ჩიხრაძეს (სამბო), ვ. ჩეხოვცოვს (კალათბურთი), გ. ცეცეძეს, ლ. სოფრომაძეს (მხ. ტანვარჯიში), ა. წივწივაძეს, ნ. ლუცენკოს (ნიჩბოსნობა), ვ. ლობჟანიძეს (ძალოსნობა),გ. დავთიანს (ფარიკაობა), კ. ნაზაროვს (ფეზბურთი) და მრ. სხვა.
ქალაქში იყო 32 სპორტული დარბაზი, 31 კალათბურთის, 28 ფრენბურთის, 5 ხელბურთის, 7 ჩოგბურთის, 17 ფეხბურთის მოედანი, 1 მძლეოსნობის ბირთვი, 2 საცურაო აუზი, 10 სასროლო ტირი, 1 სტადიონი। ამჟამად, ჩამოთვლილის ნახევარიც აღარაა ქალაქში, სტადიონი კი ისევ ერთია। სპორტული სკოლა კი-ოთხი . მეტალურგის” ფეხბურთელთა გუნდი ჩამოყალიბდა 1948 წელს. ამ წელსვე მიიღო მონაწილეობა საქართველოს პირველობის მე-3 ჯგუფში და დაიკავა I ადგილი.
среда, 20 августа 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)